23 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
ინდოეთში ციხის კედლის ჩამონგრევის შედეგად 22 პატიმარი დაშავდა

ინდოეთში ციხის კედლის ჩამონგრევის შედეგად 22 პატიმარი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

პატიმრებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს, ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ.

ინციდენტის დროს საპატიმროში 225 მსჯავრდებული იმყოფებოდა. კედლის ჩამოშლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

დღის ამბები