25 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
ვინ არის ფოტოზე ასახული შავგვრემანი მამაკაცი - შსს-ს სავარაუდოდ ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყავს

სამართალდამცველები შანეი ბრუკის მეზობლებს გარკვეული პიროვნების ფოტოს აჩვენებენ, რამაც შესაძლოა დამნაშავის დადგენას და კვალზე გასვლას შეუწყოს ხელი.

ვინ არის ფოტოზე ასახული შავგვრემანი მამაკაცი და შეუნიშნავთ თუ არა ის გოგებაშვილის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის სიახლოვეს.

"კურიერის" ინფორმაციით, საქმეში არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც, სადაც სავარაუდოდ შანეი ბრუკის გადაადგილებაა ასახული.

გოგებაშვილის და მის მიმდებარე ქუჩაზე  სამართალდამცველები აქტიურად გადაადგილდებიან და მაცხოვრებლებს აჩვენებენ ფოტოს კითხვით, იცნობენ თუ არა ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს. 

დღესვე გოგებაშვილის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხეს ის პირები, ვინც შანეი ბრუკს იცნობდა.

პარალელურად, პოლიციის დიღმის სამმართველოში გამოკითხეს გარდაცვლილი მასწავლებლის თანამშრომლები. 

დღის ამბები