20 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში - სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

საბერძნეთში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ფერმები დააზიანა.

შემთხვევის ადგილზე ასობით მეხანძრეა მობილიზებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ცეცხლის გავრცელებას ხელი მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა შეუწყო.

დღის ამბები