25 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღეს ბიუროს წარედგინება

5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღეს ბიუროს წარედგინება. პროექტის ავტორი ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფია“.

დეპუტატები ინიციატივის მთავარ მიზნად არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემას და მომხდარის ორგანიზატორების გამოვლენას მიიჩნევენ.

საპარლამენტო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ თვლის უმრავლესობა.

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს 50-ზე მეტ ჟურნალისტს. იმავე დღეს, ამ ჯგუფებმა დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" და ლგბტქ+ უფლება დამცველი ორგანიზაციის "თბილისი პრაიდის" ოფისები.

დღის ამბები