19 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" რეზოლუციის პროექტს განიხილავენ

"დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" რეზოლუციის პროექტის განხილვა მოხდება დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. მასში ნათქვამია, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საქართველოს უმთავრეს ამოცანას და პრიორიტეტს წარმოადგენს.

"რეზოლუცია კარგი შესაძლებლობაა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი საქართველოს პარლამენტის ერთიანი ხედვისა და ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ერთსულოვნების წარმოსაჩენად" - წერია დოკუმენტის განმარტებით ბარათში, რომლის ინიციატორებიც უმრავლესობის წარმომადგენლები არიან.

ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ, რომ რეზოლუციას ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნება.

დღის ამბები