20 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
თურქეთი ხანძარს ებრძვის - ქვეყნის საკურორტო ზონაში ცეცხლის 100-ზე მეტი კერა ფიქსირდება

8-მდე გაიზარდა ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თურქეთში. გარდაცვლილთა შორის ორი მეხანძრეა. დაშავდა 27 ადამიანი.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტურისტულ კურორტებზე ცეცხლის 100-ზე მეტი კერა ფიქსირდება. ქალაქებს ტოვებენ ტურისტები, ფართომასშტაბიანი ევაკუაციის საჭიროების შემთხვევისთვის ანტალიის სანაპიროსთან მობილიზებულია საზღვაო ფლოტის ორი გემი.

თურქეთის 32 პროვინციაში ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ხანძრის ჩაქრობაში უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან გაგზავნილი თვითმფრინავები დაეხმარებიან.

ევროკომისიამ 3 საჰაერო ხომალდი თურქეთის მიმართულებით უკვე გააგზავნა ესპანეთიდან და ხორვატიიდან.

დღის ამბები