ხანძარს ებრძვიან საბერძნეთში - პელოპონესის ნახევარკუნძულზე ცეცხლს 300 მეხანძრე და ვერტმფრენები აქრობენ.
ხანძრის შედეგად დაიწვა სახლები. ევაკუირებულია 5 სოფლის მოსახლეობა. დაშავდა 8 ადამიანი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია.