24 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
ლიბანში თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

5 ადამიანი დაიღუპა ლიბანში თავდასხმის შედეგად. ინციდენტი ჰეზბოლას პარტიის წევრის დაკრძალვაზე მოხდა.

ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებას თავს სუნიტი ადგილობრივები დაესხნენ. დაიღუპა ჰეზბოლას ორი წევრი.

სროლის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ლიბანის წითელი ჯვრის ინფორმაციით, 4 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები