ვაშინგტონი 24 რუს დიპლომატს შეერთებული შტატების დასატოვებლად ვადას სამ სექტემბრამდე აძლევს. ამის შესახებ რუსეთის ელჩი აცხადებს. დიპლომატების მიერ შტატების დატოვების მიზეზი მათი ვიზების მოქმედების ვადის ამოწურვაა.
ამერიკაში რუსეთის ელჩის განცხადებით, დიპლომატებს ჩამნაცვლებლები არ ეყოლებათ, რადგან ვაშინგტონმა ვიზების გაცემის პროცედურა გაამკაცრა.