19 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი კიევის ერთ-ერთ პარკში გარდაცვლილი იპოვეს

ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ვიტალი შიშოვი კიევის ერთ-ერთ პარკში გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას უკრაინის პოლიცია ავრცელებს.

ოპოზიციონერი "უკრაინაში ბელარუსის სახლს" ხელმძღვანელობდა, რომელიც ბელარუსიდან დევნილებს დახმარებას უწევდა. როგორც კიევის პოლიციაში აცხადებენ, გამოძიება ყველა ვერსიით მიმდინარეობს, მათ შორის, თვითმკვლელობად წარმოდგენილი მკვლელობის ვერსიაც განიხილება.

ვიტალი შიშოვის გაუჩინარების შესახებ მისმა მეგობარმა გოგომ 2 აგვისტოს განაცხადა.

დღის ამბები