20 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
შშმ პირებისთვის ადაპტირებული ბიზნეს პროექტების წასახალისებლად საქართველოს მთავრობამ "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ახალი პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭონ სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

დღის ამბები