24 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
მასშტაბური ხანძრები მთელს მსოფლიოში - აშშ-ის, საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის რიგებს ხორვატია და ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდა

ამერიკის შეერთებული შტატების, საბერძნეთის, იტალიისა და თურქეთის რიგებს ახლა უკვე ხორვატია და ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდა - სახელმწიფოები მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან.

სტიქიის ზონებიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს. საბერძნეთსა და იტალიას ხანძრებთან გასამკლავებლად თვითმფრინავებს ევროკავშირი უგზავნის. სტიქიასთან გამკლავებას ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის.

სინოპტიკოსები იმედისმომცემ პროგნოზს არ აკეთებენ. მათი თქმით, სამხრეთ ევროპაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

დღის ამბები