23 აპრილი 2024,   22:11
ვრცლად
მასშტაბური ხანძრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - სტიქიას, ჯამში, 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მსოფლიოში მასშტაბური ხანძრების სერიას გრძელდება - სტიქიას 65 ადამიანი ემსხვერპლა ალჟირში, გარდაცვლილთა შორის 28 სამხედრო მოსამსახურეა, ისინი მაშველებს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ეხმარებოდნენ.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

რთული მდგომარეობაა საბერძნეთშიც. კუნძულ ევიაზე ბოლო 24 საათში ცეცხლის 50 ახალი კერა გაჩნდა. ათასობით ტყის მასივი გაანადგურა ხანძარმა კალიფორნიაში, დამწვარია საცხოვრებელი სახლებიც. აქ სტიქიას თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ებრძვიან.

დღის ამბები