23 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
აშშ-ში მასწავლებლები, რომლებიც აცრაზე უარს იტყვიან, კვირაში ერთხელ ტესტს ჩაიტარებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი თვეზე მეტია იზრდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით 205 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 4 მილიონს აჭარბებს.

ვირუსის სწრაფად გავრცელება დელტა შტამს უკავშირდება, რის გამოც სახელმწიფოები ვაქცინაციის დაჩქარებას და შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ.

კალიფორნია პირველი შტატი იქნება, რომელიც მასწავლებლებს COVID-19-ით აცრას შეთავაზებას. ის პედაგოგები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, კვირაში ერთხელ COVID ტესტს ჩაიტარებენ. შეერთებულ შტატებში ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ ორსულებსაც.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა კუბაზეც, სადაც ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის ზღვარზეა. ნაწილობრივი ლოკდაუნია ჩინეთში, ავსტრალიის 2 ქალაქში კი უკვე რამდენიმე კვირაა სრული ლოკდაუნი მოქმედებს.

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები