24 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი აიღო - მეზობელი სახელმწიფოები საზღვრის დაცვას აძლიერებენ

თალიბანმა ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი - ყანდაარი აიღო. მოძრაობა 34-დან 14 პროვინციას აკონტროლებს, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

300 000-მდე მოქალაქე იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. თალიბანი დღეს იმაზე მეტ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე ოდესმე. მეზობელი სახელმწიფოები საზღვრის დაცვას აძლიერებენ.

ავღანეთის სამთავრობო ძალები ყოველ საათობრივ მარცხს განიცდიან. BBC-ის ცნობით, პრეზიდენტმა ჯარის მთავარსარდალი შეცვალა, თუმცა ოფიციალური ქაბული ჯერ დუმს.

გაეროში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობენ. ბოლო რამდენიმე დღეში სამხედრო მოქმედებებს 1000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, 2020 წლისთვის ავღანეთმა 111 000-მდე სამოქალაქო პირი დაკარგა, ამერიკამ კი სულ მცირე 2,500-მდე სამხედრო.

საქართველოს შეარაღებულმა ძალებმა ავღანეთში 32 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. ქართული შენაერთები ავღანეთიდან სამშობლოში მაისში დაბრუნდნენ.

დღის ამბები