მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელმა 206 მილიონს გადააჭარბა. შეერთებული შტატები იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებისთვის მესამე დოზის შეთავაზებას აპირებს, ბუსტერ დოზით აცრა კი 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ისრაელმა უკვე დაიწყო.
ისრაელში COVID-19 ის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის ფონზე შეზღუდულია შეკრება დახურულ სივრცეებში, მოსახლეობა კი ვალდებულია პირბადეები ატაროს. ქვეყანაში მოქმედებს ე.წ მწვანე ბარათები.
ქვეყანაში შეზღუდულია შეკრება დახურულ სივრცეებში, მოსახლეობა კი ვალდებულია პირბადეები ატაროს.
სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბრობს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრიც. ქვეყანაში ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე გარკვეული სფეროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია ან PCR ტესტის რეგულარულად ჩატარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. აღნიშნული წესი კი ყველაზე მკაცრად განათლების სფეროში მომუშავე პერსონალს შეეხება, რათა მოსწავლეები ინფიცირებისგან დაიცვან.
კორონავირუსს სწრაფად გავრცელება შეშფოთებას იწვევს საბერძნეთშიც, სადაც ჰოსპიტალიზაციისა და ვირუსის მწვავე მიმდინარეობის მაჩვენებელი გაორმაგებულია.
ინფიცირების 79% დელტა შტამს უკავშირდება. ქვეყანაში ფიქრობენ რომ ეს მაჩვენებელი 90%-მდე სწრაფად გაიზრდება. სწორედ ამიტომ კომენდანტის საათი 18 აგვისტომდე გახანგრძლივდა ზაკინთოსსა და ხანიაზე.
საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ ავსტრალიაშიც. ახალ სამხრეთ უელსში ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჩაკეტილია სიდნეი და მელბურნი.
ავტორი: თიკო ცერცვაძე