19 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
მიწისძვრის შემდეგ ჰაიტის ტროპიკული წვიმა და ქარი დაატყდა თავს - სტიქიით დაღუპულთა რიცხვი იზრდება

მიწისძვრისგან დაზარალებულ ჰაიტის ტროპიკული წვიმა და ქარი დაატყდა თავს. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი დააზარალა, რამაც ჰუმანიტარული ვითარება კიდევ უფრო გაამძაფრა.

საფრთხე განსაკუთრებით იმ ადამიანებს შეექმნათ, ვინც მიწისძვრის დროს სახლები დაკარგა და ქუჩებში ღამეების გათენება უწევთ, რაც სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკს ზრდის.

ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ათას 400-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 6 ათასზე მეტია. 

დღის ამბები