25 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
19 წლის ავღანელი ფეხბურთელის ტრაგიკული სიკვდილი - ის თავის დაღწევას ამერიკული თვითმფრინავით ცდილობდა, თუმცა აფრენისას ჩამოვარდა

ავღანელმა სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ქაბულის აეროპორტიდან ამერიკული თვითმფრინავის აფრენის შემდეგ გადმოვარდნილი ადამიანებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია. 19 წლის ზაკი ანვარი ადგილზე გარდაიცვალა. 

BBC-ს ინფორმაციით, ის ავღანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. 

მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბანმა დაიკავა, ათასობით ადამიანმა დედაქალაქის აეროპორტს მიაშურა, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყო. აეროპორტიდან დასავლეთის ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების და ავღანელი კოლეგების ევაკუაციას ახორციელებდნენ. 

ფოტოებზე, რომელიც ორშაბათს გავრცელდა, ჩანს, რომ ასობით ადამიანი ამერიკულ თვითმფრინავს მისდევს, ზოგი მათგანი თვითმფრინავზე ასვლასაც ცდილობს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის აფრენის შემდეგ სულ მცირე 2 ადამიანი ჩამოვარდა და გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები