20 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
ავსტრალიასა და საფრანგეთში მთავრობას პანდემიის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებენ

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა მსოფლიოს ქვეყნებში - მთავარი გამოწვევა DELTA შტამია, რომელიც უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება - გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, დამატებითი შეზღუდვები წესდება. გამკაცრებულ რეგულაციებს მოქალაქეების პროტესტიც მოყვა. 

ავსტრალია და საფანგეთი ის ქვეყნებია, სადაც აქციის მონაწილეები მთავრობას პანდემიის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებენ. ასობით დემონსტრანტმა მელბურნისა და პარიზის ქუჩებში კოვიდ რეგულაციები და ლოქდაუნი გააპროტესტა, რაც საბოლოოდ პოლიციასთან დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა. დაკავებულია ასობით პირი. ავსტრალიაში აქციის დასაშლელად პოლიციის ოფიცრებმა წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენეს. ათასობით ფრანგმა კი კოვიდ ბარათები გააპროტესტა, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში მოეთხოვებათ, როგორიცაა მაგალითად რესტორნებით, კომერციული ცენტრებითა და კინოთეატრებით სარგებლობა.

კოვიდ-რეგუალაციების საპროტესტო აქციების პარალელურად კი მსოფლიოში მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ ვაქცინის ეფექტურობა და დახვეწონ ის. ამისთვის კი პირველად დიდი ბრიტანეთში რეგულარულ რეჟიმში მოქალქეები ანტისხეულბზე სახლის პირობებში ანალიზს ჩაიტარებენ. ეს ის მოქაალქეები იქნებიან, რომელთა დაინფიცირებიდან ან ვაქცინაციიდან 28 დღე გავიდა. 

ანტიგენზე ტესტირების პარალელურად კი, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატ "რონაპრევის" გამოყენება დაამტკიცა.

მიმდინარე წლის ივლისში იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი 70%-ით შემცირდა. თავად დაავადების სიმპტომების მიმდინარეობა კი 4 დღემდე ჩამოვიდა. წამალი გამოიყენება 20-მდე სახელმწიფოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და შვეიცარიაში.

დღის ამბები