20 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
212 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 4 მილიონ 500 000 გარდაცვლილი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

212 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 4 მილიონ 500 ათასი გარდაცვლილი -  ასეთია მსოფლიოში ინფიცირების ბოლო მონაცმები. ქვეყნების მთავარი გამოწვევა DELTA შტამია. სწრაფად გავრცელებადი ვირუსის გამო სახელმწიფოებმა კლინიკებში რესურსი ამოწურეს. კოვიდ-ინფიცირებულთა უმტესობა აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეა. 

"თავისუფლება" - ამ შეძახილებით გააპროტესტა ათასობით ფრანგმა კოვიდ ბარათების შემოღება. აქციის მონაწილეებმა მთავრობა პანდემიის არაეფექტურ მართვაში დაადანაშაულეს. პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

კოვიდრეგულაციები და ლოქდაუნი გააპროტესტეს ავსტრალიაშიც. მელბურნის ქუჩებში პოლიციის ოფიცრებმა აქცია წიწაკის სპრეისა და ხელკეტების გამოიყენებით დაშალეს. დაკავებულია ასობით დემონსტრანტი.

მსოფლიოში კოვიდრეგუალციების საპროტესტო აქციების პარალელურად დამძიმებულია ეპიდემილოგიური ვითარება კლინიკებში. 

ჯანდაცვის ექსპერტებსა და სახელმწიფო ლიდერებში განაკუთრებულ შეშფოთებას ვირუსის ახალი ვარიანტები იწვევს. ამიტომ სხვადახვა სახელმწიფომ პრევენციულ ზომებს უკვე მიმართა.

ისრაელში ლოკდაუნის თავიდან ასაცილებლად, 40 წლის ასაკიდან პირების ბუსტერ დოზებით აცრა დაიწყეს. ამ კვირაში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ბუსტერ დოზებით აცრა გამოაცხადეს ონტარიოშიც. გერმანია და შტატები კი მესამე დოზით მოქალაქეებს სექტემბრიდან აცრიან.

დღის ამბები