20 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
აშშ-ში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილებს შორის ორი მცირეწლოვანია

ამერიკის შეერთებულ შტატებში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ტენესის შტატში, სტიქიის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანია. ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და ადგილობრივებს მგზავრობისგან თავის შეკავება ურჩია. სამაშველო ოპერაციებში სამხედრო ტექნიკაცაა ჩართული.

დღის ამბები