პანდემიის მიუხედავად საქართველოში უცხოელი მოგზაურები მაინც ჩამოდიან. ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო შვიდ თვეში საქართველოში 745 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ციფრები შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.
"კოვიდ-19"-მა ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნა, საქართველოც არაერთი გამოწვევის წინაში დააყენა, განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის და სარესტორნო სექტორი. რესტორატორებს უკვე მეორე წელია შეზღუდვების პირობებში უწევთ სტუმრების მომსახურება, თუმცა აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად, მოთხოვნა კვლავ მაღალია.
ზაფხულის მიწურულს, ტურისტული ნაკადების ზრდას ქვეყანაში კვლავ ელოდებიან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ვიზიტორების უდიდესი ნაწილი საჰერო გზით შემოდის. აღდგენილია შეჩერებული ავიარეისები.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის პირობებში, იანვარ-ივლისის პერიოდში, ქეყანას 745,665 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. წელს გაზრდილი იყო შიდა ტურიზმის მაჩვენებელიც. ზღვისპირა ქალაქებში ვიზიტორები გასულ წელთან შედარებით, შემსუბუქებული კოვიდ-რეგულაციების პირობებში ისვენებენ.