18 აპრილი 2024,   21:09
ვრცლად
დააკავეს ქალი, რომელმაც მიცვალებულს კუბოდან სამკაული მოჰპარა - შემთხვევა საფრანგეთში მოხდა

საფრანგეთში დააკავეს ქალი, რომელმაც გადაცვლილს კუბოდან სამკაული მოჰპარა, ამის შესახებ BBC წერს. გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა სამძიმარზე, დაახლოებით, 60 წლის უცნობი ქალი შენიშნეს, თუმცა ის საეჭვოდ არ მოსჩვენებიათ. ქალი მათ გარდაცვლილის მეგობრად გაეცნო და მიცვალებულისთვის პატივის მისაგებად ღია კუბოსთან ახლოს მივიდა. 

თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ცხედარს აღარ ჰქონდა სამკაული - ყელსაბამი, ბეჭედი და საყურეები გაუჩინარდა. 

ოჯახმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს - ქალი იმ დამკრძალავ დარბაზთან ახლოს ცხოვრობს, სადაც მიცვალებული იყო დასვენებული. ჩხრეკის შედეგად მოპარული სამკაულიც იპოვეს. 

თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა, მის სახლში აღმოაჩინეს საფულე, რომელიც რამდენიმე დღით ადრე, იმავე დარბაზში დასვენებულ გარდაცვლილ მამაკაცს მოჰპარა. 

დღის ამბები