20 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ემზადება - რა საკითხებზე გეგმავს უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან საუბარს

დონბასი, გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2", რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ვაშინგტონთან ურთიერთობების გაღრმავება - ეს ის საკითხებია, რომელზეც საუბარს უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან გეგმავს.

ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია. უკრაინის პირველი პირი, ჯერ ამერიკელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, ხვალ კი თეთრ სახლში მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უმასპინძლებს, სადაც მთავარი თემა, ახლა ავღანეთია. ამიტომ, უკრაინის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა, ჯო ბაიდენთან იმ საფრთხეების გაცოცხლებაა, რომლის წინაშეც 2014 წლიდან, რუსეთმა დააყენა, ეს კი პოლიტიკურთან ერთად, სამხედრო დახმარებაზეც გადის.

გარდა გეოპოლიტიკური საკითხებისა, აშშ-ს არასდროს ავიწყდება უკრაინისთვის იმის შეხსენება, რომ ქვეყანაში ოლიგარქიის პრობლემასა და კორუფციას ამჩნევს, რის გამოსასწორებლადაც საკმაოდ სოლიდურ დახმარებას წევს - ამიტომ შედეგის ხილვა სურს. შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ზუსტად რა ნაწილზე გაკეთდება აქცენტი შეხვედრაზე, ეს ხვალ მოლაპარალებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები