25 ოქტომბერი 2021,   21:38
ვრცლად
ანაკლიაში ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გაიხსნა, სადაც მოსახლეობას აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება

ანაკლიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გაიხსნა, სადაც მოსახლეობას აცრა ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება.

ანაკლისთან ერთად ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 25 ამცრელ დაწესებულებაში. გარდა ამისა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც სოფლებში ადგილზე ვაქცინაციას ახდენენ.

ვაქცინაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

დღის ამბები