20 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
პანჯშერის ხეობაში დაპირისპირება უფრო ინტენსიური ხდება

პანჯშერის ხეობაში დაპირისპირება უფრო ინტენსიური ხდება. თალიბანის პრესსპიკერის ცნობით, დაპირისპირების შედეგად თალიბებმა კონტროლი პროვინციის 5 რაიონზე მოიპოვეს.

ამ დროისთვის წინააღმდეგობის მოძრაობა დედაქალაქ ბაზარაქსა და როხას რაიონს აკონტროლებს. როგორც თალიბანი ამტკიცებს, მათ მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენეს, მათ შორის კი მოკლული ან მძიმედ დაშავებულია მათი მეთაური. რადიკალურ დაჯგუფებაში იმედი აქვთ, რომ ხეობაზე სრულ კონტროლს მალე მოიპოვებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას წინააღმდეგობის მოძრაობა უარყოფს. როგორც ისინი ამბობენ, მათ თალიბები ხეობაში განზრახ შეუშვეს, შემდეგ კი ხაფანგში მოაქციეს, თავდამსხმელთა ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი დაატყვევეს.

დღის ამბები