28 ოქტომბერი 2021,   21:44
ვრცლად
"თალიბანმა" მედიას ავღანეთში საპროტესტო გამოსვლების გაშუქება აუკრძალა 

"თალიბანმა" ავღანეთში საპროტესტო გამოსვლების გაშუქება აკრძალა. როგორც Euronews-ის რეპორტიორი ანელიზ ბორხესი აღნიშნავს, ქაბულში ერთ-ერთი საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დღეს თალიბებმა  ჟურნალისტები დააკავეს და მათი ტექნიკის კონფისკაცია მოახდინეს. 

ჟურნალისტის ინფორმაციითვე, შეიარაღებულმა თალიბებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ავღანეთში ამიერიდან მსგავსი საპროტესტო აქციების გაშუქება დაუშვებელია და კანონით იკრძალება. 

"ჩემი პროდიუსერი დააკავეს, შემდეგ კი ის ყვებოდა, რომ სამი "თალიბის" ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ტელეპროდიუსერს, მას შემდეგ რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, წაართვეს ტელეფონი და საფულე" - აღნიშნავს Euronews-ის რეპორტიორი. 

მისივე ინფორმაციით, შეიარაღებულმა თალიბებმა ასევე დააკავეს ქალების ჯგუფი, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, თუმცა რა ბედი ეწიათ დაკავებულ ქალებს, გაათავისუფლეს თუ არა ისინი მოგვიანებით ან ხომ არ ემუქრება მათ საფრთხე, ამის შესახებ ჟურნალისტი ანელიზ ბორხესი ინფორმაციას არ ფლობს. 

"ეს საგანგაშო სიგნალია იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს ავღანეთში, ამასთან ეს ფაქტი მოხდა ახალი, თალიბანის ხელისუფლების მთავრობის ჩამოყალიბებიდან მეორე დღეს," - აცხადებს ჟურნალისტი.  

დღის ამბები