18 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
ხანძარს ესპანეთში 1 მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად ესპანეთში. გარდაცვლილი 44 წლის მეხანძრეა.

მასშტაბური ცეცხლის კერების გამო სტიქიის ზონიდან ათასამდე ადამიანია ევაკუირებული. დამწვარია 2000 ჰექტარი ტყის მასივი.

ცეცხლის კერები რთულად მისადგომ ადგილებშია გავრცელებული, რაც ხანძრის ჩაქრობას ართულებს. სტიქიის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

დღის ამბები