20 ოქტომბერი 2021,   06:58
ვრცლად
"თალიბანი" იტყუება და საფრანგეთს მის ახალ მთავრობასთან ურთიერთობა არ ექნება - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"თალიბანი" იტყუება და საფრანგეთს მის ახალ მთავრობასთან ურთიერთობა არ ექნება - აღნიშნულ განცხადებას საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

როგორც ჟან ივ ლე დრიანი ამბობს, "თალიბებმა" ინკლუზიური მთავრობის შექმნის პირობა დაარღვიეს. ასევე თქვეს, რომ ქვეყნის დატოვების მსურველებს ამის შესაძლებლობას მისცემდნენ.

დიპლომატი "თალიბანს" მოუწოდებს, ვიდრე თანამშრომლობაზე ისაუბრებენ, დადებული პირობები საქმით დაამტკიცონ. მინისტრი დღეს დოჰაში ავღანეთში დარჩენილი საფრანგეთის მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციისთვის მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრება.

დღის ამბები