20 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
ავღანეთში სტუდენტ და მოსწავლე გოგონებს ბიჭებთან ერთად, ერთ კლასში სწავლა აეკრძალათ

ავღანეთში, უნივერსიტეტებში სწავლას სტუდენტები სქესის მიხედვით დაყოფილ ჯგუფებად შეძლებენ. თალიბანის მთავრობის უმაღლესი განათლების მინისტრის აბდულ ბაკი ჰაკანის განცხადებით, გოგონებს სწავლა მამაკაცებთან ერთად ეკრძალებათ.

გოგონები და ბიჭები ასევე დაიყოფიან საშუალო და დაწყებით საკლასო ოთახებში.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში გოგონებისთვის დაწესდა დრესკოდიც - აუცილებელია ჰიჯაბის ტარება. 

განათლების მინისტრის განცხადებითვე, გადაიხედება შესასწავლი საგნების სიაც. მისივე თქმით, "თალიბებს" სურთ შექმნან "ისლამური სასწავლო პროგრამა, რომელიც შეესაბამება ისლამურ, ნაციონალურ და ისტორიულ ფასეულობებს, მეორეს მხრივ კი შეეძლოს კონკურენციის გაწევა სხვა ქვეყნებისთვის".  

დღის ამბები