28 ოქტომბერი 2021,   22:36
ვრცლად
მსოფლიოსთვის COVID-19 კვლავ მთავარი გამოწვევაა - ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯამში უკვე 225 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოსთვის COVID-19 კვლავ მთავარი გამოწვევაა - ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯამში უკვე 225 მილიონს გადააჭარბა.

დელტა, იგივე ინდური შტამი არის ვარიანტი, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. სწორედ დელტას არაპროგნოზირებადი მიმდინარეობისა და სწრაფად გავრცელების გამო ქვეყნებს ხშირად უწევთ რეგულაციების გამკაცრება.

ამერიკის შეერთებული შტატები ისევ მოწინავე ქვეყანაა ინფიცირების მაჩვენებლის მხრივ. გერმანიის 83 მილიონიანი მოსახლეობის 62% სრულად ვაქცინირებულია.

ყველაზე რთულად ვირუსი კი, აუცრელ პირებს გადააქვთ. ზოგმა სახელმწიფომ კი ე.წ. ბუსტერ დოზები დაამტკიცა.

თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გადაჭრით ვერ ამბობს, რამდენად იცავს აცრის მესამე დოზა.

დღის ამბები