20 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
ფარული ჩანაწერები - ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს პასუხობს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მასთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს ბრიფინგზე პასუხობს. სასულიერო პირი, ჩანაწერებს, რომლებშიც თავადაც ფიგურირებს, ფაბრიკაციას უწოდებს და ინტიმურ ურთიერთობას კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენელთან არ ადასტურებს.

ამასთანავე, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელი მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირების განკვეთას გეგმავს.

"ახალგაზრდობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პერსპექტივების დაგეგმვის ცენტრი საერთოდ ბუნებაში არ არსებობს და არც არსებობს ბუნებაში მისი თანამშრომელი. ასე, რომ ეს სუს-ის ინფორმაცია თუ არის, გამოდის, რომ აბსოლუტურად უნიათოა ყველა, შეუძლებელია, ასეთ ორგანიზაციაში მე არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ასეთ ადამიანთან არ მქონია კავშირი," - აცხადებს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი).  

დღის ამბები