საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი უწყებებს შორის ინსტიტუციური განვითარებისა და გამოცდილების გაზიარება იყო.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით "პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავების" ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციაზე.
აუდიენციას უკრაინის ოფიციალური დელეგაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.