20 აპრილი 2024,   05:16
ვრცლად
მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა და ტერიტორია სრულად მოწესრიგდა.

პარკში განახლდა საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი, შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ფურნიტურა.

განახლებული სკვერი ვაკის რაიონში "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ და მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ტყემალაძემ დაათვალიერეს.

ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის სოკო, სარწყავი და განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ დამატებით გამწვანებული თარგებიც მოეწყო, შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზარდა. მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

დღის ამბები