17 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
ჟურნალმა "თაიმსმა" წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოავლინა

ჟურნალმა "თაიმსმა", წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოავლინა. გამოცემამ გავლენიანი ადამიანები 6 კატეგორიად: კერპებად, ხელოვნების მოღვაწეებად, ნოვატორებად, პიონერებად, ტიტანებად და ლიდერებად დაყო.

კერპების კატეგორიაში ჟურნალმა პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი საქველმოქმედო საქმიანობის გამო გამოყო, პიონერებში კი ლიდერი მომღერალი ბილი აილიშია.

ტიტანების კატეგორიაში გამოცემამ ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი გამოარჩია. მას მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში 32 მედალი აქვს მოპოვებული.

"ხელოვნების მოღვაწეების"კატეგორიაში ჟურნალმა კეიტ უინსლეტი დაასახელა.

ლიდერთა შორის პირველ ადგილს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალაა, მასთან ერთად სიაში შეერთებული შტატების პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპიც მოხვდნენ.

"ინოვატორების" კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ამერიკული კომპანია "ენვიდიას"-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი დასახელდა. მასთან ერთად მოწინავე პოზიციას ილონ მასკიც იკავებს.

დღის ამბები