25 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
კომპანია "სფეის იქსმა" კოსმოსში მოყვარული ასტრონავტები გაგზავნა

კომპანია "სფეის იქსმა" კოსმოსში მოყვარული ასტრონავტები გაგზავნა. ერთ-ერთი მგზავრი მილიარდერი ჯარედ აიზეკმენია.

მოყვარულ ასტრონავტებს მოგზაურობისთვის 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.  "ინსფირეიშენ 4 -მა" სტარტი ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური სადგურიდან აიღო.

კოსმოსური ხომალდი "დრაგონი" დედამიწის ირგვლივ 3 დღის განმავლობაში იმოგზაურებს. "სფეის იქსის" ამ ნაბიჯს კოსმოსში კერძო მოგზაურობისთვის ისტორიულ ნაბიჯად აფასებენ.

დღის ამბები