19 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
საფრანგეთში 3 ათასმა აუცრელმა მედიკოსმა სამსახური დაკარგა - ჯანმომ კი რუსულ "სპუტნიკს" სტანდარტები დაუწუნა და ავტორიზაცია შეაჩერა

227 მილიონზე მეტი ინფიცირებული და ოთხნახევარ მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში COVID-19-ის ბოლო მონაცემები. დელტა შტამის შედეგად თითქმის ყველა სახელმწიფოში სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია.

ბოლო 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექცია 150 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. იტალიაში კოვიდპასპორტი ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა. საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა 3 ათასამდე აუცრელმა პირმა სამსახური დაკარგა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, "სპუტნიკის" წარმოების პროცესი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

დღის ამბები