20 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
მიგრაციის სამსახურს რუსი ბიზნესმენის სერგეი ბოკაროვისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის ხელახლა განხილვა დაევალა

სააპელაციო სასამართლომ, რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკაროვისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე მსჯელობა დაასრულა.

ბოკაროვი ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, სერგეი ნავალნის მხარდამჭერი და დამფინანსებელია. როგორც თავად ამბობს სწორედ ამ გერემოების გამო, რუსეთში თაღლითობაში დასდეს ბრალი და შეავიწროვეს.

ბიზნესმენი თავშესაფარს საქართველოში ითხოვს, თუმცა მიგრაციის სამსახურმა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. ბოკაროვმა მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილება, სასამართლოში გაასაჩივრა და პირველი ინსტანცია მოიგო.

სააპელაციო სასამართლომ კი ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. მიგრაციის სამსახურს დაევალა, რომ ხელახლა განიხილოს ბოკაროვისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი. ბიზნესმენს მხარს უჭერს პარტია "ევროპული საქართველო".

დღის ამბები