პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებული დარტყმა ტრაგიკული შეცდომა იყო.
შტატების საზღვაო ძალების უფროსის განცხადებით, დარტყმის განხორციელებისას ის დარწმუნებული იყო, რომ შტატების შეიარაღებულ ძალებზე გარდაუვალი თავდასხმის პრევენცია მოახდინეს, თუმცა შემდგომ მიღებული მონაცემებით გაირკვა, რომ განადგურებულ სამიზნეს ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი არ ჰქონდა.
აგვისტოს ბოლოს ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული დარტყმას 10 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პარალერულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავღანეთში გაერო-მ საკუთარი მისია ექვსი თვით გაახანგრძლივა.