ნონა გაფრინდაშვილს Netflix-ი პასუხობს. "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, ამერიკული კომპანია წუხს მომხდარის გამო, თუმცა საკუთარ პოზიციას დაიცავს. ”პატივს ვცემეთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა მისი განცხადება უსაფუძვლოა. და ჩვენ ჩვენს პოზიციას მტკიცედ დავიცავთ.” - აცხადებენ Netflix-ში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix- ს უჩივლა. მოჭადრაკის პროტესტი გამოიწვია იმან, რომ Netflix-ის პოპულარულ სერიალში "ლაზიერის გამბიტი" ქართველი მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ მცდარი ცნობებია გაჟღერებული.
სერიალში აღწერილია, რომ თითქოს, ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. 1968 წლისთვის კი, რომელიც აღწერილია "ლაზიერის გამბიტის" ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 59 კაც მოჭადრაკესთან. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის ფილმში რუს მოჭადრაკედ მოიხსენია.
ქართველი მოჭადრაკის ადვოკატები Netflix-ისგან ზარალის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.