საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 683 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 26.0%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 20.7%-ით მეტია.
პოზიტიური ტენდენციებია ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებითაც - მისი მოცულობა 32.0%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს.