20 აპრილი 2024,   10:07
ვრცლად
დმანისში დაჭრილები თბილისში გადმოიყვანეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

დმანისში, სოფელ განთიადში დაჭრილი ორი პირი თბილისში გადმოიყვანეს. ისინი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" არიან მოთავსებული.

ექიმის განმარტებით, პაციენტებს თავის და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ორივე მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინცინდენტი გუშინ, "ქართული ოცნების" შტაბის მახლობლად მოხდა. დაჭრილები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები