25 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
"უნდა დადგეს პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ მძიმე ძალადობრივ ფაქტში" - ხატია დეკანოიძე დმანისში მომხდარზე 

დმანისში, ენმ-ის მხარდაჭერების დაჭრის ფაქტს და მომხდარის გამო დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილის დაკავებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.  "ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა იმ პირმა, ვინც მონაწილეობდა დაპირისპირებაში.

"ერთი პირის დაკავება არ არის საკმარისი, სასწრაფოდ უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ მძიმე ძალადობრივ ფაქტში ოპოზიციის წინააღმდეგ და მათ შორის ჩაიხსნან ის კანდიდატები ქართული ოცნებიდან, ვინც რეალურად თვითონ დაგეგმა და მონაწილეობდა ამ აქტში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა.“

"ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში ჰქონდეთ გზავნილი, რომ მთელ ქვეყანაში ჰქონდეს გზავნილი, რომ ჩვენ ძალადობაზე წამსვლელები ვართ და ამიტომ გაჩერდით, შეეგუეთ რეალობას, არ მოხვიდეთ არჩევნებზე. ჩვენ ვრჩებით ყველა ვარიანტში თუ არადა, გამოვიყენებთ ძალადობას,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

მომხდარ ფაქტს აფასებს თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის, საბა ბუაძე, რომელიც ამბობს, რომ "ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა  უნდა მოხსნას კანდიდატურა და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.   

დღის ამბები