20 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა, ასევე, უნდა აღინიშნოს შემდგომი მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება" - ეკატერინე ტიკარაძე

როგორი ეპიდვითარება ქვეყანაში - ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ვითარება დასტაბილურდა, თუმცა ეს პროცესი უნდა შენარჩუნდეს და ინფექციის კლება გაგრძელდეს. 

"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა, ასევე, უნდა აღინიშნოს შემდგომი მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო და ჩვენ ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული საბჭოს მიმართებაში, იმისათვის, რომ ინფექციის კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები