25 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
გერმანიაში 2 პირი მძევლად აიყვანეს

გერმანიაში ორი პირი მძევლად აიყვანეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავარიაში, სერბეთის მოქალაქემ სამგზავრო ავტობუსში, სავარაუდოდ, ორი მძღოლი აიყვანა მძევლად. რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო ავტომაგისტრალი.

პოლიციის ცნობით, მომხდარს წინ მგზავრებს შორის დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ორი პირი მსუბუქად დაშავდა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები