19 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ტიკარაძის განცხადებით, კომპანია "ალმასგან" გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო, თუ რამდენად სწორი ბანერით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლება.

"როდესაც ვაქცინაცია არის არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი, ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.

სატელევიზიო კომენტარიც იყო კომპანია "ალმასგან", რომ ეს არ არის "ქართული ოცნების" დაკვეთა და აქედან გამომდინარე, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, "ალმასგან" გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან და ეს არის, უბრალოდ, რეპუტაციული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები