19 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური აშლილობა, ეს ცნობილი იყო მათთვისაც და ისარგებლეს ამით.. ლამის მეც დამღუპეს და საკუთარი თავებიც დაღუპეს - მიხეილ დაუთაშვილი

დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან”, მიხეილ დაუთაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. მიხეილ დაუთაშვილი, რომლის შვილიც დმანისში ადამიანის დაჭრისთვის პოლიციამ დააკავა, აცხადებს, რომ ეს ფაქტი იქ მყოფი პირებისთვისაც ცნობილი იყო. 

"გადმოვიდნენ აგრესიაზე, შეურაცხყოფაზე, თქვენი ადგილი აქ არ არისო. იქ იმყოფებოდა ჩემი შვილიც, რომელსაც აქვს ფსიქიკური აშლილობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც იწვა. ეს ცნობილი იყო მათთვისაც და ისარგებლეს ამით, რომ გაეღიზიანებინათ. ლამის მეც დამღუპეს და ლამის საკუთარი თავებიც დაღუპეს. მე რომ მირტყამდნენ და გონება თითქმის დაკარგული მქონდა და არ ჩერდებოდნენ, მაგ დროს დავუნახივარ ჩემს შვილს და მაგ დროს მიაყენა ჭრილობა. ჩაბარდა პოლიციას თვითონ და ბრალიც აღიარა,“ - აცხადებს მიხეილ დაუთაშვილი.

დღის ამბები