დმანისში, ენმ-ის მხარდამჭერების დაჭრის ფაქტს და მომხდარის გამო დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილის დაკავებას კახა კალაძე ეხმაურება. თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ არჩევნების წინ ქვეყანაში მუდმივად პროვოკაციები ეწყობა და ამის უკან კონკრეტული ოპოზიციური ძალა დგას.
"კანდიდატი რა შუაშია? თუ არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც დანაშაულში მიუძღვის ბრალი, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი, კანდიდატი რა შუაშია? ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ეს პროვოკაციები, განსაკუთრებით არჩევნების ბოლო დღეებში, შეგიძლიათ ნახოთ ყოველ წელს, როდესაც არჩევნები ტარდებოდა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ეს ასე ხდებოდა. "ნაციონალური მოძრაობა" მოდიოდა პროვოკაციებზე,“ - აცხადებს კახა კალაძე.