25 ოქტომბერი 2021,   00:59
ვრცლად
დმანისში, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-ის ლიდერები ჩავიდნენ - ოპოზიციური პარტიები ქალაქში აქციის გამართვას გეგმავენ

დმანისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ჩავიდნენ. ოპოზიციური პარტიები ქალაქში აქციის გამართვას გეგმავენ და მხარდამჭერებზე ძალადობის შემთხვევებს გააპროტესტებენ.

პარტიის შტაბთან, ნიკა მელიასთან ერთად, შეკრებილები არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მომხდარ დაპირისპირებაში არა ერთი, არამედ ბევრად მეტი ადამიანი ფიგურირებს. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, რომ ყველა პირი დაისაჯოს მომხდარი ფაქტის გამო. 

"20-მდე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად მშვიდობიანი აქციის მონაწილეს. ესე იგი, რას გვეუბნება ხელისუფლება? 20 ადამიანი ზონდერი, სუს-ის აგენტი თუკი თავს დაესხმება მშვიდობიან მოქალაქეებს, გაუსწორდებიან ფიზიკურად, ეს დანაშაულად არ ითვლება? აუცილებელია ნაჯახი ამოიღონ და ყელში ჩაარტყა და ისიც საზოგადოების ზეწოლის შედეგად შეიძლება ერთი ადამიანი დაისაჯოს? ის დანარჩენი 19 არ უნდა დაისაჯოს? დაისჯებიან, ეს არ არის მუქარა, ეს არის სახელმწიფოებრივი პოზიცია,“ - ამბობს ნიკა მელია.

დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, კახა ოქრიაშვილი.

"მე იმედი მაქვს, რომ ის რაც მოხდა, აღარ განმეორდება. მთელი პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებაზეა". პროვოკაციებზე საუბრობენ, მაგრამ აქ იმდენმა ტელეფონმა გადაიღო ეს ყველაფერი, რომ უსაფუძვლოა ეს ბრალდებები," - ამბობს კახა ოქრიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები