24 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
საფრანგეთი აშშ-ში ელჩს დააბრუნებს - ​მაკრონი და ბიადენი ნდობის აღსადგენად კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი შეერთებულ შტატებში ელჩს მომდევნო კვირას დააბრუნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ემანუელ მაკრონმა ჯო ბიადენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. ორი ქვეყნის ლიდერი ნდობის აღსადგენად კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ. ემანუელ მაკრონი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ოქტომბრის ბოლოს შეხვდებიან.

ავსტრალიას, გაერთაინებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ შეთანხმებას ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ პაქტს გლობალური უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

დღის ამბები